წარმოება
კომპანია ”KOPOS ELECTRO” არის 100 % ჩეხური კაპიტალის მქონე, ჩეხური ჰოლდინგ KOPOS KOLIN a.s. - ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზარზე, რეგიონში ექსკლუზიური შემომტანის სახით.
ჰოლდინგ KOPOS KOLIN a.s. - ს პროდუქცია წარმოადგენს ელექტრო საინსტალაციო სამონტაჟო მასალების ფართო სპექტრს, როგორიცაა:
- სადენე და ტელესაკომუნიკაციო გაყვანილობის კაბელ არხები,
- დრეკადი მილები,
- კაბელების მზიდი ლითონის კონსტრუქციები,
- სხვადასხვა სახისა და დანიშნულების ელექტრო კოლოფები,
- სამაგრი მასალები.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქცია სრულად მზადდება ჰოლდინგ KOPOS KOLIN a.s. - ს საწარმოში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, შეესაბამება ევროკავშირის ქვეყნებში ყველა აუცილებელ სტანდარტის ნორმებს, და ასევე სერტიფიცირებულია ISO 9001 და ISO 14001 საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
ნაწარმის ხილვა შესაძლებელია ასევე ჩვენს კორპორატიულ საიტებზე:
www.kopos.com
www.kopos.ge
დაინტერესების შემთხვევაში, შემდგომი ურთიერთხელსაყრელი თანამშრობლობის მიზნით მოხარული ვიქნებით მოგაწოდოთ სრული, ამომწურავი ინფორმაცია, ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქციასთან დაკავშირებით.
კოპოს ელექტრო
ქიზიყის ქ. № 13
თბილისი/საქართველო 0182.
ტელ/ფაქსი: +995 32 271 92 04.
გაყიდვების განყოფილება:
+ 995 5 74 74 03 05.
+ 995 5 74 74 03 06.
სადენე და ტელესაკომუნიკაციო გაყვანილობის კაბელ არხები:

დრეკადი მილები:

სხვადასხვა სახის ელექტრო კოლოფები:

კაბელების მზიდი ლითონის კონსტრუქციები:

სამაგრი მასალები:
ელექტრო–ტექნიკურ ნაკეთობათა წარმოება 80 წელზე მეტისაა
კომპანია KOPOS KOLIN A.S_მა ელექტრო–ტექნიკურ ნაკეთობათა წარმოება დაიწყო 1926 წელს. მიუხედავათ მკაცრი კონკურენციისა კომპანიამ შეძლო დაეკავებინა ლიდერის პოზიცია ჩეხოსლოვაკიის ბაზარზე.
1994 წელს ხელმძღვანელობის ცვლასთან ერთად კომპანიამ შესძლო ახალი საამქროების მშენებლობა და დანადგარების შეცვლა. იმისათვის,რომ უზრუნველეყო წარმოება სამყოფი ხარისხიანი ნედლეულით კომპანია აშენებს PVC_ს შენაერთის გამოსაშვებ საკუთარ საამქროს.
ინოვაციური განვითარების ჩარჩოებში კომპანიას შემოაქვს ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ახალი მეთოდები. დაწყებულია ახალი სერიის ელექტროსამონტაჟო კაბელ–არხების,ორმაგი კედლის პარაპეტის კაბელ–არხების,მიწისქვეშა ორმაგფენიანი დრეკადი მილებისა და არაჰალოგენური ფართო ასორტიმენტის ნაწარმის გამოშვება.
დღეისათვის ფირმა KOPOS KOLIN A.S_ს მიერ გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი ითვლის 5000_ს ნაკეთობას.
განსაკუთრებულ ყურადღებას ფირმა KOPOS KOLIN A.S. თავისი პროდუქციის ხარისხს აქცევს.
ახალი პროდყქცია ყოველთვის პასუხობს ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს,რასაც რეგულარულად ჩატარებული სასერტიფიკაციო გამოცდებიც ადასტურებს.
კომპანია KOPOS KOLIN A.S არის ნორმების ISO 9001 და ISO 14001 შესაბამისობის სერტიფიკატის,აგრეთვე მოწმობების <უსაფრთხო წარმოება> და <ჩეხური ხარისხი>_ს მფლობელი. ეს კი იძლევა 100% გარანტიას ტექნოლოგიური პროცესების დაცვისა და როგორც შედეგი, გარანტიას ხარისხისა და ნაკეთობათა უსაფრთხოებისა.
კომპანია ოპერატიულად რეაგირებს ბაზრის ზრდის მოთხოვნებზე, რაც ეხმარება მას მუდმივად ეჭიროს ლიდერის პოზიციები.
2009 წელს კომპანია KOPOS KOLIN A.S_მა ამიერკავკასიაში,კერძოთ,საქართველოში დააფუძნა ფირმა KOPOS ELECTRO.ეს უკვე რიგით 13_ე მონათესავე სავაჭრო კომპანიაა, რომელიც მან გახსნა ევროპას, აზიასა და აფრიკაში. აქედან გამომდინარე, კომპანიამ ღირსეული ადგილი დაიკავა ელექტრო–ტექნიკურ ნაკეთობათა მწარმოებელთა მსოფლიო ბაზარზე.
ძირითადი პროდუქცია
- 1.ელექტროსამონტაჟო კოლოფები და დამხმარი დეტალები
- 2.ელექტროსამონტაჟო კაბელ-არხები და მომყოლი დეტალები
- 3.ელექტროსამონტაჟო მილები და დამატებითი დეტალები
- 4.სამაგრი მასალები
- 5.კაბველების მზიდი სისტემები "system MARS/JUPITER"
- 6.მეტალის ხუნდები კაბელებისათვის
- 7.დამცავი მილები "KOPOFLEX" "KOPODUR" "KOPOHALF"
- 8.ამრეკლი ბლოკები "NEUTROSTOP"
- 9.პარაპეტული არხები
- 10.სახლების ელექტრო სამონტაჟო რეკონსტრუქცია
KOPOS ELECTRO_ში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი არის დამკვეთი გმადლობთ თანამშრომლობისათვის!
წარმოება
KOPOS ELECTRO Ltd., Kiziki str. 13, 0182 Tbilisi, Georgia, Office Tel/Fax: (+995) 2 32 36 81 91, e-mail: info@kopos.ge © 2012 KOPOS KOLÍN a.s., Jan Vrzáček

















